ალბათაც ისევ აცივდება, გაზაფხულ შემდეგ. შენ მომენატრო არ იქნება! ვერ გადვურჩები. მითხარ სიმძიმე, მაგ მკლავებს რომ ანაზდად აწევს. როგორ გაუძელ? როგორ მითხარ მეც დავისწავლი, მთვარეულ კაბით შემოსილო, თავად კი მზეო. საუცხო ტომის გადმონაშთო, თვით უკვდავებავ. რად გამიბრბიხარ? ან კი არა შორს წადი ჩემო... თორე მზიან დღეს ჩეროს ყოფნა დაგეზარება. ნუ აღაშფოთებ ამ ჩემსა სულსს, დაღალულთ ჩვეულს. მე შენს ქორწილში სტუმარი ვარ, თამადად მოვალ. შორით დავმალავთ ორთავითვე ოთხ წყვილად ცრემლულს. და ჩემს მკლავებზე კვდომა კვლავაც მოგენატრება. სხვისი გერქმევა ვერ მისინჯავ გულ-მკერდზე ცემას და შენს ქორწილში უგვირგვინო მეფე მერქმევა...